პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
9 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართა. ღონისძიება 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიიდან 35 წლისთავს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. მან გაიხსენა და მიმოიხილა მოვლენები, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს უძღოდა წინ, როგორც თვითმხილველმა ტრაგედიის დღე გაიხსენა, შეაფასა ამ ყველაფრის ლოგიკური შედეგი - 1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ფოტოები და დოკუმენტები, რომელმაც ქრონოლოგიურად აღადგინა 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებული მოვლენები.
ექსპოზიციამ მოიცვა 9 აპრილის ტრაგედიის წინა პერიოდი, დემონსტრაციის დარბევის ამსახველი კადრები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისადმი მსოფლიოს გამოხმაურება. ასევე წარმოდგენილი იყო 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების ამსახველი ფოტომასალა.
ექსპოზიცია დასრულდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმისა და მისი შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამსახველი უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალით.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, პლაკატები, საარჩევნო ბიულეტენები, წიგნები და სხვა მასალები დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944