ასაკისა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის - ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე

მიხეილ სარჯველაძე

 ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს პატრიარქი, ღამით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო კვლევა უტარდება.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

"ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკისა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა, დაკვირვება გაგრძელდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.