„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

 „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მარტს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, წეროვანი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.

მათივე ცნობით, 12:10-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: ნაფეტვრებში, ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეეზღუდებათ.

ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.