1756919518
„ძალიან ბედნიერი და შოკირებული ვარ... დამაჯილდოვეს...“ - თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალიდან კადრებს აზიარებს

მოდელი და ბლოგერი, TAMOSKIN -ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფება, კინოს და ინდუსტრიის პრემიით დააჯილდოვეს.
სასიამოვნო სიახლეს ბლოგერი გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით უზიარებს.
„ძალიან ბედნიერი ვარ და შოკირებული დღევანდელი დღით. ჯერ ის არ მქონდა გააზრებული, რომ TAMOSKIN -ის სტენდი იქნებოდა ვენეციის კინოფესტივალზე და მოულოდნელად დამაჯილდოვეს - კინოს და ინდუსტრიის პრემიით - მადლობა @brosgroupitalia და #venicefilmfestival, რომ შემამჩნიეს და მომცეს შანსი მეთამაშა ფილმში. 10 წუთიანმა როლმა უდიდესი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ კიდევ ბევრი ვისწავლო“, - წერს თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში.