ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
დიდ ბრიტანეთში კატამ, სახელად მანკი პატრონი უჩვეულო სიურპრიზით გააკვირვა - მან სახლში ლატარიის ბილეთები მიიტანა.
ცხოველის პატრონმა, მეგან კრისტიანმა ეს მომენტი ვიდეოზე აღბეჭდა და TikTok-ზე გამოაქვეყნა.
კადრებზე ჩანს, რომ მანკი ქუჩიდან სახლის ფანჯრისკენ მორბის, კბილებში კი გამოუყენებელი ბილეთი უჭირავს. როდესაც მეგანმა ბილეთზე დატანილი დამცავი ფენა გადაფხიკა, აღმოჩნდა, რომ მან 10 გირვანქა სტერლინგი მოიგო. ქალი ამბობს, რომ თანხას „რამე სასიამოვნოზე“ დახარჯავს.
ამასთან, მეგანი იხსენებს, რომ მანკის მსგავსი საჩუქრები ხშირად მოაქვს - ნახევარი წლის წინ კატამ სახლში ლურსმნები მიიტანა, მოგვიანებით კი ბავშვის სატყუარა.