1732386875
დღეს გაზაფხულის ბუნიობაა - რისი გაკეთება არ შეიძლება
გაზაფხულის ბუნიობა დადგა. გაზაფხულის ეს პირველი ოფიციალური დღე ასევე აღნიშნავს ასტროლოგიური კალენდრის პირველ დღეს და ცეცხლოვანი ვერძის სეზონის დაწყებას. „ეს სადღესასწაულო შეგრძნებაა, რადგან ასტროლოგიური ახალი წლის დასაწყისია და ნიშნავს, რომ ზამთრის სიბნელიდან გამოვდივართ“, — ამბობს ასტროლოგი კორტნი ო'რეილი .
იგი ითვლება ბუნიობად, რადგან მზის მდებარეობა ეკვატორზე ნიშნავს, რომ დღეები და ღამეები თანაბარია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. ამის საპირისპიროდ, მზებუდობა, რომელიც ხდება ზაფხულში (20 ან 21 ივნისს) და ზამთარში (21 ან 22 დეკემბერს), ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აღნიშნავს დღეებს სინათლისა და სიბნელის უდიდესი მონაკვეთით. ამ დღეებში მზე რეალურად მდებარეობს ეკვატორიდან ყველაზე შორს.
იაპონიაში გაზაფხულის ბუნიობის დღე სახალხო დღესასწაულია (წელს, ოთხშაბათს, 20 მარტს). ბევრი ადამიანი კვლავ იცავს ძველ ტრადიციებს, როგორებიცაა ახლობლების საფლავების მონახულება და ოჯახური შეკრების გამართვა.
ნოვრუზი სპარსული ახალი წელია. ასევე ცნობილია, როგორც ნაურიზი, ნავრუზი ან ნოვრუზი, ეს ნიშნავს "ახალ დღეს" - ირანული კალენდარი არის მზის კალენდარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დრო განისაზღვრება, ასტრონომიული დაკვირვებებით, დედამიწის მოძრაობით მზის გარშემო. ასე რომ, წლის პირველი დღე ყოველთვის იწყება გაზაფხულის ბუნიობით.
ეს არის ახალი წამოწყების ზეიმი: მომავლის სიყვარული და წარსულის განდევნა. ამიტომაც ოჯახები ამ დროს იყენებენ სახლებისა და კარადების ღრმად გასაწმენდად და ახალი ტანსაცმლის შესაძენად.
რას ნიშნავს ბუნიობა?
ბუნიობა, ბუნიაობა, დღეღამტოლობა არის დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე თავისი ხილული, წლიური მოძრაობისას გადაკვეთს ცის ეკვატორს.ბუნიობის დღეს ყველგან (გარდა დედამიწის პოლუსების უახლოესი რაიონებისა), მთელ დედამიწაზე, დღისა და ღამის ხანგრძლივობა თითქმის ტოლია, მაგრამ რადგანაც მზეს შესამჩნევი ხილული კუთხური დიამეტრი აქვს (აგრეთვე რეფრაქციის გამო), დღის ხანგრძლივობა ოდნავ მეტია ღამისაზე. წერტილს, რომელსაც მზის ცენტრი სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთისაკენ მოძრაობისას გადაკვეთს, ეწოდება გაზაფხულის ბუნიობის წერტილი, ხოლო დიამეტრულად საწინააღმდეგო წერტილს კი - შემოდგომის ბუნიობის წერტილი. იმის გამო, რომ ერთსა და იმავე ბუნიობის წერტილზე მზის ორ თანმიმდევრულ გავლას შორის დროის შუალედი — ტროპიკული წელიწადი — არ ემთხვევა კალენდარული წლის ხანგრძლივობას, ბუნიობის მომენტები წლიდან წლამდე გადაადგილდება კალენდარული დღე-ღამის მიმართ. ჩვეულებრივ წელს ბუნიობა დგება 5 საათსა, 48 წუთსა და 46 წამით გვიან, ვიდრე წინა წელს, ხოლო ნაკიან წელს — 18 საათის, 11 წუთისა და 14 წამით ადრე. ამიტომ შეიძლება მოდიოდეს ორ მეზობელ კალენდარულ თარიღზე. ჩვენს ეპოქაში მზე გადის გაზაფხულის ბუნიობის წერტილზე 20 ან 21 მარტს, ხოლო შემოდგომის ბუნიობის წერტილზე 23 სექტემბერს.