დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
1748357608
დამოუკიდებლობის დღეს, თელავი საგანგებოდ მომზადებული ხვდება. კახეთის ულამაზეს ქალაქში თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა 12 საათიდან დაიწყება.
ამ პერიოდიდან გაიხსნება სხვა საექსპოზიციო სივრცეებიც. გათვალისწინებულია ღვინის სადეგუსტაციო სივრცეები, კახური ტრადიციული კერძების დამზადების მასტერკლასი; ბავშვებისთვის საგანგებოდ მოეწყობა გასართობი აქტივობები; იქნება კოსტიუმირებული მსახიობების საზეიმო მსვლელობები. დღის ბოლოს თელაველებისა და ქალაქის სტუმრებისთვის შვიდკაცა და ლიზა ბაგრატიონი, ასევე ჯგუფი "მიქსტურა" იმღერებენ.