Daily Mail-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს ბრალდებულ P Diddy-ზე

Diddy

გამოცემა Daily Mail-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს ბრალდებულ P Diddy-ზე.

ჯასტინ ბიბერთან დაახლოებული პირი გამოცემას უყვება, რომ ჯასტინისთვის არ უნდა მიეცათ უფლება, დასწრებოდა Diddy-ს ან სხვა ვინმეს წვეულებას, როდესაც იგი თინეიჯერი იყო. 

მომხდარზე წყარო ჯასტინის მშობლების და მომღერალ აშერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომელიც მისი პროდიუსერი და მენტორი იყო.

თუმცა, არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ ჯასტინის მშობლებს და აშერს ჰქონდათ რაიმე ინფორმაცია Diddy-ს არალეგალური საქმიანობის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy - Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად.