„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ქობულეთში 18 წლის ახალგაზრდა, სანდრო ხალვაში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი ქობულეთი, გარდაიცვალა 18 წლის სანდრო ხალვაში, ოქროს ბიჭი! შენთან რა უნდოდა სიკვდილს... ეს იყო შენი ბედი? იმდენი რამე მინდა ვუთხრა მის გამწარებულ ოჯახს, რომელმაც შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ, სანდრო ჩვეულებრივად მოვიდა დედამიწაზე გაგვივსო გულები სიყვარულით და წავიდა ზეცაში... და გადაინაცვლა მარადიულობაში... რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ.... ეს არის ტრაგედია რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ... იმდენად ჩაჩუმებული იყო ქობულეთი (ხალა) რომ შეატყობდი რაღაც მომხდარაო, ახალგაზრდა სანდრო ხალვაში ანგელოზად გადაქცეულაო..
სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები, ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა... იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს...
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცერთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე...“ - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე ნახეთ:
თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა
დამანგრეველი მიწისძვრა ყირგიზეთში - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში