გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
უხვი ნალექის შედეგად დაბა სურამში დამეწყრულ ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ. მეწყრული პროცესებისა და არსებული რისკების შეფასების მიხედვით გადაწყდება თუ რა ზომების გატარებაა საჭირო.
დაბა სურამში მეწყრული პროცესები გუშინ განვითარდა. მთიდან ჩამოსულმა წყალმა და ნაშალმა მიწამ გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ლამით დაფარა. ღამით მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მცხოვრებელები საშიში ზონიდან გაიყვანეს. უსაფრთხო ადგილას 40-მდე ოჯახი იყო გაყვანილი.
ადგილზე მთელი ღამე მობილიზებული იყვნენ მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.