VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ლეგენდარული მომღერალი თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტერნერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ქალი იყო 1960-იან და 1980-იან წლებში. მას მიღებული აქვს რვა „გრემის“ ჯილდო, ის ატარებდა „როკ-ენ-როლის დედოფლის“ არაოფიციალურ ტიტულს.
ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებას ნუცა ბუზალაძე გამოეხმაურა, რომელმაც ამერიკის მეგაშოუ American Idol-ში მონაწილეობის დროს, შესარჩევი ტურების ბოლო რაუნდში, სწორედ ტინა ტერნერის სიმღერა „Proud Mary“ შეასრულა. ამ სიმღერის დასრულებისას ჟიურის წევრები ფეხზე წამოდგნენ. კეტი პერიმ კი აღნიშნა: „ჩვენ გაგიჟებული ვართ ნუცაზე.”
ნუცა სწორედ ამ ვიდეოს გვიზიარებს და წერს, რომ თინა ტერნერი მისი ყველაზე დიდი შთაგონების წყარო იყო.
ასევე წაიკითხეთ:
👉 მომდევნო ერთი თვის ამინდის პროგნოზი - ზაფხული იწყება!
👉 „საკმაოდ ბევრი დავიკელი... მთავარია, ნებისმიერ წონაში თავს კომფორტულად გრძნობდე“ - თიკა ჯამბურია