გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232
ქართველი ფეხბურთელის გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა. გამოჯანმრთელებული
სანდრო მამამ 2.5-თვიანი პაუზის შემდეგ სახლში წაიყვანა.
სასიხარულო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გიორგი გოჩოლეიშვილმა თავად გაავრცელა.
ქართველი ფეხბურთელის შესახებ GeoTeam სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ბოლო 2.5 თვე ამ წყვილის, გიორგის და ანას სახლი კლინიკა იყო, სადაც მათ სანდროსთან ერთად ეძინათ.
გიორგი ვარჯიშსა თუ თამაშებზე ჰოსპიტლიდან დადიოდა, სადაც სავარჯიშო პროცესის თუ მატჩის დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა.
ჩელსისთან, კონფერენს ლიგის მატჩისწინა ღამით გოჩოს მხოლოდ 2 საათი ეძინა, გაიღვიძა, ჩანთა ჩაალაგა და შეკრებაზე წავიდა. საღამოს სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა და კიდევ ბევრი ასეთი უძილო ღამე იყო…
დღეს სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა და სახლშია, სადაც იწყება რეაბილიტაციის პროცესი.
1 წლის სანდრო უკვე უძლიერესი კაცია, ამ პოსტით კი მის მშობლებს, გიორგი გოჩოლეიშვილს და ანა ოქრუაშვილს გაუმარჯოს“, – წერს GeoTeam