ბოდბის დედათა მონასტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ბოდბის დედათა მონასტერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გია მანჯაფარაშვილის გარდაცვალების გამო.
იგი ჩვენს მონასტერთან არსებულ ავტოსადგომზე მსახურობდა და მუდამ მხარში ედგა მონასტერს ყველანაირ საქმეში. დღესაც კი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, თოვლის გადახვეტაში მოგვეხმარა. მას გული აწუხებდა და, როგორც ჩანს, გულით გარდაიცვალა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი კეთილი სული!“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

ცნობისთვის, დღეს, ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სხვა ამბები:

თიკა ფაცაცია დედაზე საუბრისას ატირდა - ემოციური ვიდეო

თუ ამ სამ საკვებს ყოველ დღე მიირთმევთ, თქვენი თმა 3 თვეში უფრო სქელი და ხარისხიანი გახდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს