ვინ არის 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა
1787643828
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე. ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ქრისტიანს არ ეშინია გარდაცვალების; იმიტომ, რომ ბიოლოგიური სიკვდილი რომ მოდის - მე მას სულით ცოცხალი ვხვდები, და სხეულს, როგორც ტანსაცმელს, ისე დავტოვებ აქ, და ისიც დავტოვებ იმ რწმენით, რომ მას განსაკუთრებულად სახეშეცვლილს, კვლავ დავიბრუნებ, როცა უფალი დაბრუნდება“, - ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.