„ბინები მართლა გაიაფდება?...“ - ბაია ტუგულაშვილი გამომწერებს პასუხობს

ბაია

 საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, ბაია ტუგულაშვილია უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებით გამომწერების კითხვებს პასუხობს. 

„რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე, ამაზე გაქვთ ბევრი კითხვა. ცრუ მოლოდინი არ შეიქმნათ მეგობრებო ფასებთან დაკავშირებით. არ ველოდებით განსაკუთრებულ ზრდას, თუმცა ფასები აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი. ადამიანები, რომლებიც უძრავი ქონების პლატფორმებს უყურებთ, აკეთებთ ასეთ დასკვნას, თუ ვიღაცა გამოიტანს უძრავ ქონებას გასაყიდად და მისი ღირებულება არაადეკვატური იქნება და დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ ფასი უნდა დაწიოს, რადგან ვერ ყიდის 200 ათასიანი შეიძლება გახდეს 105 ათასიანი ეს რეალობას არ ასახავს. აქედან გამომდინარე არ გავაკეთოთ უძრავი ქონების ფასთან დაკავშირებით დასკვნა...“, - ამბობს ბაია ტუგულაშვილი