ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმის სამედიცინო აკადემიის დამფუძნებელი დირექტორის ბატონ რევაზ უზუნაძის გარდაცვალების გამო.

ბატონი რეზო, გახლდათ საზოგადო მოღვაწე, მრავალი ისტორიული ნაშრომის ავტორი. უდიდესი წვლილი მიუძღვის აჭარის რეგიონში პროფესიული განათლების განვითარებაში. ბატონო რეზო გვჯერა თქვენი შთამომავლები თქვენს წამოწყებულ საქმეს ღირსეულად გააგრძელებენ.

ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს თქვენს სპეტაკ სულს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.