კიბოს 3 ნიშანი, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს
1757877690
დედაქალაქის ისტორიული უბნები - ძველი თბილისი, მთაწმინდა, სოლოლაკი, ავლაბარი... ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, ე.წ. იტალიური, მაგრამ რეალურად თბილისური ეზოებით, ფერადი აივნებით, ჭრელი ფარდაგებით თუ იშვიათი მასკარონებით, საუკუნეებია ინახავენ და თბილისის ძველ ისტორიებს ჰყვებიან.
როდესაც ბოლშევიკებმა წოდებრივი სისტემა საბოლოოდ მოშალეს, თბილისში თავადაზნაურობა ოფიციალურად გაუქმდა. მათი საცხოვრებლები კი, გლეხებზე გადანაწილდა, თითო ეზოში რამდენიმე ოჯახი შესახლდა, მათ შორის, სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების.
წლებთან ერთად კედლები, რომლებიც ისტორიას ინახავდა, დაიბზარა, ზოგან ჩამოინგრა, ადამიანებს საფრთხე შეუქმნა და ისტორიას წაშლა დაემუქრა.
იმისთვის, რომ ძველი ქალაქის ქსოვილი არ დარღვეულიყო, მისი განახლება-რესტავრაცია დაიწყო და ახლა, ამ ქუჩებზე, ავარიული და განახლებული შენობები ერთად თანაცხოვრობენ.
ამ პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად, მერია მომავალი წლიდან ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტს იწყებს.
ამ პროექტის მთავარი გმირები არიან თბილისელები, თითოეულ მათგანს კი მისი წილი თბილისური ამბის მოყოლა შეუძლია.
ახალი პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია მათი მზაობა - ითანამშრომლონ მუნიციპალიტეტთან.
პროექტის მთავარი სირთულე სწორედ ასეთი მოქალაქეების პოზიციაა. იმისთვის, რომ ავარიული შენობა ჩანაცვლდეს, საჭიროა 100 %-იანი თანხმობა. გამოწვევაა ინვესტორების დაინტერესებაც.
თბილისის ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლება მომდევნო წლიდან დაიწყება. მანამდე კი თბილისელები უსაფრთხო მომავალს უნდა დათანხმდნენ.