ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატების მისაღებად განცხადებების მიღება 23 ივნისიდან დაიწყება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დღეს, 29 მაისს განმარტავს იმ პროცედურებსაც, რომლებიც ატესტატის ასაღებად უნდა დაიცვათ:
სად ხდება ატესტატის აღება?
– იუსტიციის სახლები
– სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები
განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 31 დეკემბერი
ვის შეუძლია ატესტატის მიღებაზე განაცხადის გაკეთება?
1. თავად მოსწავლეს (თუ უკვე აქვს პირადობის მოწმობა)
2. კანონიერ წარმომადგენელს (არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი ან მინდობილი პირი)
წარსადგენი დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
სახელი/გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონიერი წარმომადგენლისთვის)
რამდენ ხანში გაიცემა ატესტატი?
– ატესტატის უფასოდ მისაღებად – განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში– ატესტატის დაჩქარებული წესით მიღება - ფასიანია.