„ასეთი რამ არ გვინახავს...“ - რას წერენ ქართველი ემიგრანტები თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე

miwiszvra

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი ბიძგების სიმძლავრემ 3,9 შეადგინა, განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე კი 6,2 და 4,4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, სტიქიას მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა. მიწისძვრის შემდეგ მოქალაქეებმა შენობები დატოვეს და ქუჩებში გავიდნენ.

შემთხვევას ქართველი ემიგრანტებიც ეხმაურებიან:

„უფ, რა დამაძინებს ნერვიულობით...“;

„ძაღლების ყეფამ გამაღვიძა... შემდეგ ორჯერ მოხდა, საათს რომ დავხედე, 5 საათსა და 5 წუთზე იყო“;

„უფალო, დაგვიფარე. ძალიან შევშინდით. სტამბოლში არ ვართ, მარგრამ ჩვენთანაც კარგად იგრძნობოდა“;

„მე ასეთი რამ არ მინახავს, გული გამისკდა...“ - წერენ ემიგრანტები.