შეიძლება თუ არა საფლავზე გადაგორებული კვერცხი სახლში წავიღოთ? - ეზოთერიკოსის განმარტება
1745065956
არის თუ არა ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვა? - კითხვას, მღვდელი თეოდორე გიგნაძე ასე პსუხობს:
„ტყუილის მამად წმ. წერილში ეშმაკი იწოდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვაა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ფორმით ტყუილი არსობრივად არა ტყუილი, არამედ სიმართლის დამალვაა.
ამის კლასიკურ მაგალითად გამოდგება წმ. თევდორე მღვდლის მიერ მომხვდურთა არასწორი გზით წაყვანა. მან ფორმით ტყუილი თქვა, მაგრამ სინამდვილეში წმინდა მოძღვარმა ქართველთა მეფის ადგილსამყოფელის შესახებ სიმართლე დამალა, რითაც სამშობლო მორიგი უბედურებისაგან იხსნა. ტყუილს ყოველთვის ბოროტება მოაქვს, რადგან მისი სათავე ეშმაკია.
ხოლო სიმართლის დამალვას ხშირად კეთილი ნაყოფი გამოაქვს. ამიტომ რიგ შემთხვევებში იგი ვერ ჩაითვლება ტყუილად, თუნდაც გარეგნულად ეს ასეთად ჩანდეს. მაგრამ ღრმა სულიერება სჭირდება გარჩევას, როდის ითქმება ტყუილი და როდის სიკეთისათვის სიმართლე იფარება;
ადამიანიც ყოველთვის უნდა ფრთხილობდეს, რომ ანგარებისა და გამორჩენის მიზნით ნათქვამი აშკარა ტყუილი სიკეთის მომტან სიმართლის დაფარვად ანუ "საქმისათვის საჭირო" ტყუილად არ მოეჩვენოს“