1733169705
“არ აქვს მნიშვნელობა, რა ქულები აქვს სკოლაში ჩემს შვილს ან რამდენ ენაზე საუბრობს, უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყოს და ეს არის ცხოვრების მიზანი” – ანასტასია ბენდუქიძის ბლიც-ინტერვიუ
ანასტასია ბენდუქიძე ბლიც-კითხვებს Forbes Woman Georgia-სთან ინტერვიუში პასუხობს და ამბობს, რომ მისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ბედნიერებაა:
“მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ, ბედნიერებაა. მგონია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა ვხედავ ჩემს შვილს, იმას არ ვუყურებ, რამდენ ენაზე საუბრობს ან რა ნიშნები აქვს სკოლაში, უბრალოდ, მინდა, რომ იყოს ბედნიერი და ეს არის ცხოვრების მიზანი”, – ამბობს ანასტასია.
“სამწუხარო მომენტი, რომელიც გონებაში ჩამებეჭდა, ეს არის მამაჩემის გარდაცვალება, იმიტომ, რომ ვიყავი მარტო და არ ვიყავი ამისთვის მზად. კარგი მომენტი კი – ჩემი შვილის გაჩენა. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება სულ შეიცვალა”, – თქვა მან.