აქამდე უცნობი ამბები მარიამ შარმანაშვილზე - რას ჰყვება დედის გარდაცვალებაზე

მარიამ შარმანაშვილი

მარიამ შარმანაშვილი და კარლო  პონტი უმცროსი ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ და მათ შესახებ არაერთი სტატია დაიწერა ქართულ თუ უცხოურ მედიაში.

ცოტა ხნის წინ მარიამმა გადაცემაში ,,შენი ამბავი თაიასთან" სტუმრობისას საკუთარ ბავშვობასა და დედაზე ისაუბრა.

,,სტანდარტული ბავშვობა მქონდა, როგორც 90-იან წლებს შეეფერება. ვფიქრობ, დალხენილი ცხოვრება არავის გვქონდა. ცელქი ბავშვი ვიყავი, ეზოში რომ ჩავიდოდი, ამოსვლა აღარ მინდოდა. ჩემი ბავშვობა განსაკუთრებული იყო, რადგან დიდი დრო მაქვს მეგობრებთან გატარებული და ბევრი დასამახსოვრებელი ისტორია გადაგვხდა.

2011 წელს ძალიან მოულოდნელად გარდამეცვალა დედიკო. მე 21 წლის ვიყავი, ის კი 47 წლის იყო. ამ თემაზე საუბარი ყოველთვის ძალიან მიჭირს. ძალიან ვიყავი დედაზე დამოკიდებული, ამიტომ კიდევ უფრო გამიჭირდა იმ რეალობასთან შეგუება. 3 დღის დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და დედას დაემართა შეტევა, ერთ კვირაში უკვე დედა აღარ მყავდა. ცხოვრების ისეთ ეტაპზე დავკარგე, როდესაც კიდევ უფრო მეტად გჭირდება მშობელი. სულ ვამბობ, რომ დედა-შვილს შორის კავშირი არასდროს წყდება. ამ ყველაფერმა სხვა ადამიანად ჩამომაყალიბა და გარდამქმნა. ამ დროს ყველაზე მეტად გშველის რწმენა, რომ დედა-შვილის კავშირი გაუწყვეტელია. გონებაში ჩვენთვის სასურველ რეალობას ვქმნით, რაც ხელს გვიწყობს, გავაგრძელოთ ცხოვრება.

მჯერა, რომ დედაჩემმა ძალიან ბევრი ილოცა ჩემთვის იმის გამო, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება. სანამ ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეუღლე გამოჩნდებოდა, პანდემია იყო და პირადში მქონდა ძალიან რთული პერიოდი. გამოცდის პერიოდი მქონდა, აფთიაქში ვმუშაობდი, გადავდე წიგნები და მომინდა დედასთვის მეთქვა - ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მოიტანს ჰარმონიას - იმდენად შევიგრძენი ეს სიხარული, რომ ეს ყველაფერი მოხდა, გამოვიდა, თითქოს მანიფესტაცია გავაკეთე. ამ ამბიდან რამდენიმე დღეც არ იქნებოდა გასული, კარლოს პირველი მესიჯი მოვიდა. საქმე ისაა, რომ მე არ ვიცოდი კარლო რომ კარლო იყო. პირველი მესიჯის დროს მქონდა განცდა, ეს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას," - ამბობს მარიამ შარმანაშვილი გადაცემაში " შენი ამბავი თაიასთან" სტუმრობისას.