Apple 92 ქვეყანაში მომხმარებლებს საგანგებო გაფრთხილებას უგზავნის

APPLE

კომპანია Apple-მა საკუთარ მომხმარებლებს 92 ქვეყანაში გაუგზავნა შეტყობინებები და მოსალოდნელი ჯაშუშური თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.

კომპანია არ აკონკრეტებს, ვინ არიან თავდამსხმელები ან რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუგზავნეს გამაფრთხილებელი შეტყობინებები.

"Apple-მა აღმოაჩინა, რომ თქვენ ხართ დაქირავებული ჯაშუშური თავდასხმის მსხვერპლი. ისინი თქვენი ტელეფონის კომპრომეტირებას ცდილობენ, რომელიც მიბმულია თქვენს Apple ID-სთან", - წერს კომპანია გამაფრთხილებელ წერილში.