1741952391
ამინდი მკვეთრად იცვლება... - ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში პირველი თოვლიც მოვიდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ნოემბრის 19-იდან, 21 რიცხვის ჩათვლით, ტემპერატურა დაიწევს და თოვლიც წამოვა.
„17 ნოემბერს ნალექიანი ამინდი დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი იქნება. მაღალ მთაში თოვლია და გაფრთხილებაც გავავრცელეთ. ასევე, მოსალოდნელია ძლიერი ქარი.
18 ნოემბერს უნალექო ამინდია საქართველოში. 19-ში კვლავ თოვლს ველოდებით. 20-21-იდან კი ამინდი უარესდება. ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში - 5 გრადუსი იქნება. თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს და მალევე გამოიდარებს“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ სვეტლანა ნიორაძემ.
ასევე ნახეთ: