მძიმე ავარია მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე - დაღუპულია ცოლ-ქმარი
1759219308
EBRD-ს შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ზრდის. ბანკმა ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ADB-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებაში ვკითხულობთ.
ADB-ს პროგნოზით 2025 წელს საქართველოში ინფლაცია 4%-ის დონეზე იქნება, რაც აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით შეცვლილი არ არის.
რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს ADB-ის პროგნოზი შემდეგია:
სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს უცვლელი რჩება და ის ADB-მა 5%-ის დონეზე განსაზღვრა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ის 3,4%-დან 2,4%-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მეორე გაუმჯობესებაა - პირველად, 2024 წლის სექტემბრის პროგნოზი 4.6-დან 2025 წლის თებერვალში 6%-მდე ანუ +1.4%-ით გაზარდა. შესაბამისად, ჯამურად წლის ჭრილში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.4 პროცენტით გააუმჯობესა. ზრდა განპირობებული იყო საკრედიტო ექსპანსიით, IT და განათლების სექტორების და მომსახურების ექსპორტის ზრდით. 2024 წელს საშუალო 1.1%-ის შემდეგ, ინფლაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში 3.5%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს", - წერს EBRD.