ადამიანმა პატივი უნდა სცეს მეორე ადამიანის შეხედულებას, მე თუ ასე მჯერა, რომ მაგალითად თუნდაც ეს პარტია გადაარჩენს ქვეყანას, თუნდაც ასე წავალთ წინ, შენ ამის გამო რატომ უნდა მეწინააღმდეგებოდე და რატომ უნდა მლანძღავდე - დეკანოზი შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია

ადამიანმა პატივი უნდა სცეს მეორე ადამიანის შეხედულებას, მე თუ ასე მჯერა და მწამს, რომ მაგალითად თუნდაც ეს პარტია გადაარჩენს ქვეყანას, თუნდაც ასე წავალთ წინ, შენ ამის გამო რატომ უნდა მეწინააღმდეგებოდე და რატომ უნდა მლანძღავდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დეკანოზმა შალვამ (კეკელია).

„მითუმეტეს ლანძღვა რა შუაშია, ან დაპირისპირება რა შუაშია. ამის გამო ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ხომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს თავისი აზრი და შენ თუ საკუთარ თავს ეძახი პროევროპელს და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ხარ, სხვის აზრს პატივს როგორ არ სცემ?

თუ ამბობ რაღაცაზე, რომ ეს არ მომწონს, მაგალითად, ეს გათხოვილი კაცი რომ ჩამოვიდა ქვეყანაში და ჭკუას გვარიგებს, რომ ვამბობთ, რატომ გველაპარაკება ასე - შენ რა უფლება გაქვს, რომ ჩემს ერს ასე ელაპარაკო, საქართველოს ეკლესიაზე ასე ისაუბრო და ხალხს მოუწოდო, რომ ამ ეკლესიას მხარი არ დაუჭირონ. შენ ვინ ხარ, რას წარმოადგენ ასე რომ მელაპარაკები?

ამას რომ ამბობ, ესე იგი პრორუსი ხარ. რა შუაშია? უნდა მომეწონოს ეს დამოკიდებულება? ადამიანი ასე რომ ელაპარაკება შენს ქვეყანას, უნდა მომეწონოს და უნდა ვთქვა, რომ ეს სწორია? მიუღებელია ჩემთვის ასეთი რაღაც და ამიტომ ვარ რუსი, რადგან ის არ მომწონს და არ ვიღებ ამ პოლიტიკას?“- აღნიშნა დეკანოზმა შალვამ.