ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ის ადამიანია, ვისთან ურთიერთობასაც მხოლოდ პოზიტივი მოაქვს. მართალია, მისი მკაცრი გარეგნობა არ ემთხვევა მის თბილ და იუმორით სავსე ხასიათს, მაგრამ ამაზე თავად ხუმრობს – ამბობს, რომ ბევრს უთქვამს მისთვის, შორიდან სულ სხვანაირი ჩანხარ, ახლოდან რომ გაგიცანი, რადიკალურად სხვა ხარო. ამჯერად გოდერძი შარაშია ჟურნალ „თბილისელებთან“ ოჯახსა და კარიერაზე საუბრობს:
გოდერძი შარაშია: ზოგს რა სჭირდება ბედნიერებისთვის და ზოგს რა უხარია და რა ხდის ბედნიერს. მე ბევრი რამე არ მჭირდებოდა. თავს, აბსოლუტურად ბედნიერად ვთვლი, რადგან მყავს ისეთი ოჯახი, როგორიც მინდოდა, მყავდა ისეთი მამა და მყავს ისეთი დედა, როგორიც მინდოდა, მყოლოდა, ირგვლივ – ისეთი ადამიანები და მეგობრები, ვისაც ვენდობი, მაქვს ოჯახური იდილია და მყავს არაჩვეულებრივი შვილი. ვფიქრობ, რომ მთავარი ბედნიერება მაინც ოჯახური სიმყუდროვეა და ამ მხრივ, ნამდვილად ბედნიერი ვარ.
ყველაფერი მქონდა და მაქვს, რაც ადამიანს ბედნიერს ხდის. თუმცა, ისეც არ არის, კონფლიქტი არ მქონოდა ან ადამიანი არ დამეკარგა. ყოფილა შემთხვევა, ადამიანი, რომელზედაც ვფიქრობდი, რომ მეგობარი და დასაყრდენი იყო, შევცდი და არ ყოფილა ისეთი, როგორიც შევც მეგონა. ასე რომ, ზოგჯერ მქონია ზედმეტი წარმოდგენები ადამიანებზე, რამაც მერე გულისტკენა გამოიწვია. თუმცა, მთლიანობაში, ყველა, ვინც დღემდე ჩემ გვერდით დამრჩა, ბედნიერს მხდიან.