კარგი ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
1754592064
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა პატივი მიაგო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმსა და ქობულეთში გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკო.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება. მისი თქმით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ტრაგედიები და მშვიდობიანი გზით მოხდეს საქართველოს ერთიანობის აღდგენა.
დაღუპული მეომრები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და მერიის წარმომადგენლებმა.