"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის ამბავი
1760214799
სასჯელაღსრულების დაწესებულება ძალადობრივ აქციაში მონაწილე ია დარახველიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების და გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო დააკისრა. დარახველიძის უფლებადამცველმა პროცესზე განმარტა, რომ ბრალდებულს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, წარმოადგინა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტებიც.
ია დარახველიძესთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსასჯელის სკამზე დღეს კიდევ 3 პირი იჯდა. სამივე მათგანი მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობაში დარჩა. პროკურატურა თავდაპირველად ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ია დარახველიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ სახელმწიფო ბრალდებამ პოზიცია შეცვალა.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობრივ აქციაში მონაწილე კიდევ 4 პირის პროცესი ჩატარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის იყო ავთანდილ სურმანიძე, რომელიც ბათუმელი აქტივისტია და წლები უკრაინაში იბრძოდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ის სამართალდამცველების მიმართულებით, სავარაუდოდ, ქვებს ისვრის.
წინასწარ პატიმრობაში რჩება ამირან დოლიშვილიც. ვიდეოში ჩანს, რომ ბრალდებული ჯერ ორბელიანის სასახლის წინ დგას, მოგვიანებით კი, სხვებთან ერთად, საპრეზიდენტო რეზიდენციის ეზოში ინაცვლებს.
სახელმწიფო ბრალდებამ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და მოუწოდა დაცვის მხარეს, რომ არსებობის შემთხვევაში დაკავებულების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოედგინათ. პროკურორის თქმით, ადვოკატებმა მათ ეს ინფორმაცია მხოლოდ დღეს გადასცეს. უწყება გადაწყვეტილებას სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღებს.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, სამართალდამცველებმა ძალადობრივ აქციაში მონაწილე 46 პირი დააკავეს, მათ შორის არიან აქციის ორგანიზატორებიც. გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.