მძიმე ავარია მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე - დაღუპულია ცოლ-ქმარი
1759219308
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
სააგენტოს ცნობით, ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 78 ათასამდე ტონა რქაწითელი, 74 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 550-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან; აქედან 330 რთველში სხვადასხვა ეტაპზე იყო ჩართული“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
„რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.