1753124114
22-23 ივლისს საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის კმ0-კმ7 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ7 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოება.
რის გამოც, 2025 წლის 22 და 23 ივლისს 08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.