აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ საერთაშორისო მიმართულებითაც, გვყავდა რამდენიმე მინისტრი მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, ასევე კანდიდატი სახელმწიფოდან. ყველა მათგანი აღიარებდა, რომ თუნდაც სერვისების კომპონენტში თუ შევხედავთ საქართველოს წარმატებებს, არათუ კანდიდატის სტატუსს, არამედ ბევრად მეტს ვიმსახურებთ, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლების გახსნაზე და სერვისების გაუმჯობესებაზე ისაუბრა და ერთი სიახლეც დააანონსა.
„2024 წელს ამოქმედდება მობილური აპლიკაცია, ე.წ. ციფრული იუსტიციის სახლი და ამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება თქვენივე მობილური ტელეფონებით მიიღოთ ყველა მომსახურება. ეს ასევე გათვლილია ჩვენს დიასპორაზე, რომელსაც საკმაოდ გრძელი მანძილის გავლა უწევთ, იმისთვის რომ მივიდნენ საელჩომდე ან საკონსულომდე და იქ მიღონ იუსტიციის სახლის მომსახურება“, - განაცხადა ბრეგაძემ.
აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1774898508