1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კომპანია re:invent ჰოლდინგის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პავლე მგელაძე BMG-სთან აცხადებს, რომ 15-დან 25-წლამდე ადამიანების 80% არ მუშაობს, რაც დიდ პრობლემაც წარმოადგენს.
„15-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებს რომ შევხედოთ, რატომ „ჩავიციკლეთ“ ამ 15-25-ზე და რატომ არ გვაინტერესებს 40-50? რადგან ეს არის შენი ყველაზე ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ფენა, რომლის 80% არ მუშაობს.
არ იყენებს ქვეყანა იმ რესურსს, რომელიც ყველაზე მეტად გამოსაყენებლია. ვიღაცები იტყვიან, რომ ეს ხალხი სწავლობს, რეალურად რას სწავლობენ? ჩვენთან რომ კარგი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები მოდიან, არამარტო დოკუმენტის წერა არ შეუძლიათ, დაწერილ დოკუმენტსაც კი ვერ კითხულობენ.
წაკითხვით კი წაიკითხავს, მაგრამ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს, მიდი დააწერინეთ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს დოკუმენტი და წავიდეს და ინვესტორისგან ფული მოიტანოს, ჯერ ასეთი რამ არ ყოფილა,“ – ამბობს პავლე მგელაძე.
ასევე ნახეთ:
ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება
„ზღვიდან ქვებისა და ნიჟარების სახლში წამოღება არ შეიძლება, სიკვდილი იცის“ - ტაროლოგი
ზოდიაქოს ამ ნიშნებს ასტროლოგები წელს გამდიდრებას უწინასწარმეტყველებენ