ვანში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ იძულების მუხლით დააკავეს

ამერიკის პოლიცია

ვანში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი იძულების მუხლით დააკავეს. კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ იძულებას ედავება.

„კურიერის“ ინფორმაციით, მან 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა.

ამის შემდეგ, კობა ძაგნიძე 16 წლის გოგოს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. არასრულწლოვანმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც, კობა ძაგნიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

კობა ძაგნიძე „ევროპული საქართველოს“ პარტიის ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის წარსულში ნასამართლევია. 2014 წელს ძაგნიძე ქრთამის აღების ფაქტზე იყო დაკავებული.

ასევე ნახეთ:

„16 წლის გოგოს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და პირად ინფორმაციას სთხოვდა“ – ვანში მოზარდის მიმართ იძულების ბრალდებით, კაცი დააკავეს

„წერილის ავტორს ვეძებ... მინდა, ახალ წელს ორივე ბავშვი გავახარო...“ - რას წერს ნინი შერმადინი