დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პროკურატურამ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური, ცნო.
„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის 6 ნოემბერს, საღამოს საათებში, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება თამაზ გინტურსა და ლევან დოთიაშვილს, რა დროსაც სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით განზრახ მოკლული იქნა თამაზ გინტური.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 56-ე მუხლის შესაბამისად, იმ დანაშაულის საქმეებზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი უნდა იქნას მოკლული თამაზ გინტურის შვილი - დიმა გინტური, ვინაიდან, მას მიადგა მორალური ზიანი მამის გარდაცვალების გამო," - ნათქვამია დადგენილებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.