„ევროპის ჩემპიონატი მორჩა, მამაჩემი გარდაიცვალა...“ - უცნობი ისტორია ვილი სანიოლისგან
1768060169
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტანკერი) „CAMINERO“ დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
„გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ე" ქვეპუნქტით.გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 15 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.