რუსთავში ნაქირავები ავტომობილი გაყიდეს

ამერიკის პოლიცია

თაღლითობა რუსთავში - „ინფორუსთავის“ ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელიც ნაქირავები იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეს  8 000 დოლარად მიყიდა. 

მყიდველმა, მეორე დღეს, ავტომობილის გადაფორმებისას აღმოაჩინა, რომ ის არ იყო იმ პირის საკუთრებაში, ვისგანაც შეიძინა. 

დაზარალებულმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი, სავარაუდო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.