პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

policiis lenti

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

დიდუბის რაიონში, 12000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

რომელ საათზე უნდა დაწვეთ, ბედნიერმა რომ გაიღვიძოთ

„ვიტყოდი უმაკიაჟოდ მახინჯი ვარ-მეთქი, მაგრამ ასე არ ვფიქრობ…” - რა კადრებს აქვეყნებს სალომე უშხვანი