ტრაგედია სერბეთში - მატჩის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა
1762242415
                                                                21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ოთარ ცინდელიანის ადვოკატი ანა შიშნიაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
მისივე თქმით, დაცვის მხარემ, შესაძლოა, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობა დააყენოს.
„ბრალი ოფიციალურად წარედგინა. განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით. მის პოზიციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ ვსაუბრობ, მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. თავის პოზიციას ბრალდებული სასამართლოში დააფიქსირებს. შესაძლოა, დაცვის მხარემ დააყენოს შუამდგომლობა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე...“, - ამბობს ოთარ ცინდელიანის ადვოკატი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ბრალდებული თბილისში წინა ღამით ჩამოვიდა...“ - რა ხდება ცნობილი მოკლული ქეთი ჯავახიშვილის საქმეზე