დააკავეს 35 წლის კაცი, რომელიც ახალგაზრდა ქალზე, ქორწინების მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა

daakaves

 შსს–მ ახალქალაქში 35 წლამდე კაცი, ა.ი. დააკავა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზე, ლ.კ.–ზე, ქორწინების მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

ბრალდებული სსკ–ს 1501 მუხლით არის დაკავებული, რაც ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სამართალდამცავ უწყებას ლ. კ-მ 10 ნოემბერს მიმართა. მიმართვის შემდეგ, 11 ნოემბერს, მოძალადის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა.

ასევე დაგაინტერესებთ:

სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ ექსრო ანგარიშზე $750 მლნ-ის დადება დაავალა

შეფერხება ბათუმი-თბილისის რეისზე - რა ხდება ადგილზე

"ამასობაში 33 წელი გასულა" - თეა დარჩია გუჯა მათიაშვილთან თანაცხოვრებაზე