არასრულწლოვნის მიმართ, გარყვნილი ქმედების საქმე გაუპატიურების მუხლზე გადაკვალიფიცირდა

ძალადობა გოგოზე

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების საქმე გაუპატიურების მუხლზე გადაკვალიფიცირდა. ამ ბრალდებით, ოზურგეთში, 33 წლის მამაკაცი დააკავეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული მსხვერპლის ოჯახში მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით იყო მისული. მოზარდი ამბობს, რომ მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა, თუმცა დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაკავებული ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირია. ის წარსულში განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. საუბარია 2010 წელს მდინარე ბჟუჟის ნაპირთან 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაზე.   

ასევე ნახეთ:

„უმძიმესი ტრაგედიაა, წავიდა შვილებთან...“- ავარიის დროს დაღუპული მცირეწლოვანი ძმების მამა კლინიკაში გარდაიცვალა  

ეს დღე გაჩვენებთ, ვინ არის თქვენი რეალური მოწინააღმდეგე – ასტროლოგები გაფრთხილებენ რა გელით ამ დღეებში