„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის

სტატისტიკა

"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს, პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

ამასთან, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე და არაუგვიანეს ყოველი წლის 1-ელი მაისისა პარლამენტსა და მთავრობას უნდა წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში.