წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

წყალტუბოში

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით, წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის, 8 აგვისტოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის ერთიანობის, მშვიდობისა და გონივრული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ღირსეულ მამულიშვილთა ღვაწლი.

დღესვე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და მოადგილემ გია კვასტიანმა გვირგვინებით შეამკეს აგვისტოს ომში წყალტუბოდან დაღუპული გმირების მამუკა სამაკაშვილის, ფილიპე მგალობლიშვილის, რომან უგრეხელიძისა და მამია ფანცულაიას საფლავები.

დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 2 000-2 000 ლარის ოდენობით