რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტობუსს ცემენტმზიდი დაეჯახა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1754480378
საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში 100 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.
შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
ბაღის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 2.2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ბაღის მშენებლობა უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას, ქმნის ღირსეულ და თანამედროვე გარემოს ადგილობრივი ბავშვებისთვის.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.