შუქი გაითიშება - გაფრთხილება აბონენტებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო“ ჯორჯიას ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მათი აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ.

,,2 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ნახშირგორა, თხინვალა.

12:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი.

11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, მელიასხევი, ევჟენტი, ბოკონი, ხევსურთსოფელი, სიმხევი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 13:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში მაგრანეთი, ზემო და ქვემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.