3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის, დაბა ლენტეხის N1 და ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლები გაიხსნა.
განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამივე საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.