8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა
1762533554
ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარეხ ნიჟარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
დავით კლდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. გზის სავალ ნაწილზე ახალი , კაპიტალური ასფალტბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, შეიცვლება საკომუნიკაციო ჭების სახურავები. პროექტის ღირებულებაა 956 765 ლარი და რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ადგილობრივი ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, საყრდენი კედელი ეწყობა მწვანეყვავილას ქუჩაზე. სტიქიის გამო დაზიანებულ უბანზე აიგება რკინაბეტონის მონოლითური კედელი. სამუშაოებისთვის 309 999 ლარია განსაზღვრული.
ახალგაზრდობის გამზირზე მალე დასრულდება.
ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია. საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ მოედანი ქუთაისში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში კეთდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 656 000 ლარია და წლის ბოლომდე 16 მოედანი მოეწყობა.