"ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: გვაქვს მიმდინარე პროექტები, შენდება სტადიონები, მოეწყო სკვერები, სამომავლოდ ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომელიც ბორჯომს ტურიზმისთვის სჭირდება

გელაშვილი

„ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატი, მამუკა გელაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, გელაშვილმა ისაუბრა ბორჯომში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების გარდა, სამომავლოდ განხორციელდება ისეთი პროექტები, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე, ყურადღება მიექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც.

"ბორჯომში მოეწყო სკვერები, მიმდინარე პროექტები არის, სტადიონები შენდება. თითქმის დასრულდა ბორჯომში გაზიფიცირება. სამომავლოდ ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომელიც ბორჯომს ტურიზმისთვის სჭირდება. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით შენდება სპორტკომპლექსი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. მინდა, განვავითაროთ და უფრო წინ წამოვწიოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი." - განაცხადა მამუკა გელაშვილმა.