„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - სერვისების გეოგრაფიული გაზრდის მიზნით, სამეგრელოში - ნოჯიხევში, ჭითაწყარსა და მუხურში, სოფლის ახალი ამბულატორიები გაიხსნა.
სამედიცინო დაწესებულებები ჩხოროწყუს, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების, 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება.
ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ქვეყანაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის წარმატებულ რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, სწორედ ამ რგოლის ეფექტური მუშაობა ასრულებს გარდამტეხ როლს სამედიცინო სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.
ამბულატორიები დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარით.
მიხეილ სარჯველაძე ნოჯიხევში, ჭითაწყარსა და მუხურში, პაციენტებსაც შეხვდა და მათთან ერთად, სამედიცინო საკითხები და საჭიროებები განიხილა. მისი განცხადებით, სოფლებში, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა უწყების პრიორიტეტია.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ: სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 12 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.