იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
განახლებული მუზეუმი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნატო ზაქარიაძე.
ღონისძიებაზე ცაგერის კულტურის ცენტრმა წარადგინა ლადო ასათიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტის ოჯახის წევრები, ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები.
ლადო ასათიანის სახლ-მუზემი მზადაა, უმასპინძლოს ვიზიტორებს.
მუზეუმის რენოვაციის პროექტი მწერალ აკა მორჩილაძის კონცეფციით და ხელოვნების ისტორიის დოქტორის,მარიამ კაკაბაძის კურატორობით, თიბისი ბანკის დაფინანსებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერთ განხორციელდა.